მცენარეები, რომლებიც სახლში ჰაერს წმენდენ

სუფთა ჰაერი ბინაში რთული მოსაპოვებელია. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ, ქალაქში თუ ქალაქგარეთ, ნებისმიერ ოთახში არსებობს ყოველდღიური გამოყენების მავნე ნაწილაკები, რომელიც შესაძლებელია იყოს ავეჯის, ხალიჩის, საწმენდი საშუალებების გამოყენებისას და ასევე საჭმლის მომზადებისას წარმოქმნილი - სახლის ჰაერი შეიძლება სახიფათოდ არაჯანსაღი იყოს ჯანმრთელობისთვის. ამ ნაწილაკების სრულად გაქრობა შეუძლებელია, თუმცა, მცენარეების დახმარებით შეგვიძლია მავნე ზემოქმედების შემცირება. ამასთან, 2022 წლის ტენდენციებში მცენარეები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

რომელი მცენარეებია საუკეთესო ოთახის ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად?

1. ინგლისური აივი: ეს მცენარე მარტივად ადაპტირებადი და ადვილად მოსავლელია. აქრობს ფორმალდეჰიდს ოთახის ჰაერში (შენიშვნა - ინგლისური აივი ვერ ძლებს ადგილებში, სადაც მაღალი ტემპერატურაა).
2. ალოე ვერა: ეს მცენარე შტანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს ღამით, რაც განაპირობებს ჰაერის სისუფთავესა და მის ხარისხს, ამასთანავე უკეთეს ძილსაც. მისი მოვლა უმარტივესია, გამოიყენება სამკურნალოდაც, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. უყვარს სინათლე და მზე. მორწყვას საჭიროებს მაშინ, როცა ნიადაგი გამოუშრება.

3. მშვიდობის შროშანა: ამ ლამაზ მცენარეებს თეთრი ყვავილებით შეუძლიათ ჰაერის გაწმენდა სპირტების, აცეტონის, ტრიქლოროეთილენის, ბენზოლისა და ფორმალდეჰიდისგან. მათზე ზრუნვა ძალიან მარტივია და თქვენს სივრცეს მშვიდობიან ენერგიას შემატებს. თუმცა, ეს მცენარე შხამიანია კატებისა და ძაღლებისთვის, ამიტომ თუ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს მოსწონთ მცენარეების ყნოსვა ან მათ სიახლოვეს ყოფნა, შეინახეთ ის უფრო მაღალ, მიუწვდომელ ადგილას.
4. ფიკუს ალი - რეზინის ხე - აშორებს ჰაერში ფორმალდეჰიდს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მცენარეა მოსავლელად (თუმცა თავიდან სანამ ის გარემოზე ადაპტირდება, შესაძლოა ფოთლები გასცვივდეს).
5. ლედი პალმა: შესანიშნავი მცენარეა ოთახის ჰაერის გასაწმენდად და დამაბინძურებლების მოსაშორებლად. საკმაოდ ადვილია მისი გაზრდაც.

6. ჯუჯა ფინიკის პალმა: ეს ხე ძალიან ლამაზია, აცილებს დამაბინძურებლების უმეტესობას, განსაკუთრებით ქსილენის. გამძლეა დაბალი შუქის პირობებშიც.
7. არეკა პალმა: ამ პოპულარული მცენარის მოვლა ადვილია და აშორებს სახლის ჰაერის ყველა ტოქსინს. 8. ბამბუკის პალმა: ეს პატარა ხეები ასუფთავებენ ჰაერს ბენზოლის, ტრიქლორეთილენისა და ფორმალდეჰიდისგან. ეს მცენარე სიმშვიდისა და ტროპიკულ შეგრძნებას მატებს სახლს.
9. ჯანეტ კრეიგ დრაკონის ხე: შესანიშნავია შიდა ქიმიური ტოქსინების მოსაშორებლად, როგორიცაა ტრიქლოროეთილენი.
10. ობობის მცენარე: ეს მცენარე ჰაერში აქრობს პოტენციურად კიბოს გამომწვევ ქიმიურ ფორმალდეჰიდის დაახლოებით 90%-ს. ამასთანავე უსაფრთხოა, თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ და მარტივია შესანახად.

ოთახის მცენარეების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ, NASA-ს კვლევის მიხედვით, სახლისა და საოფისე ფართის 100 კვადრატულ ფუტზე მინიმუმ ერთი მცენარის ქონა კარგია ჰაერის სისუფთავის შესანარჩუნებლად.