ჰაუს გარდენი / House Garden



შენობა 2 სადარბაზოსაგან და 78 ბინისგან შედგება. ფასადი მოპირკეთებულია აგურითა და ტრავერტინის ქვით. ლიფტი სრულად აკმაყოფილებს ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ მოთხოვნებს, არის ტონა ნახევრიანი ამწეობით სიღრმე - 2მ. აივნებზე ჩაშენებულია ხის ცხაური. გამოყენებულია მუქი ყავისფერი, მაღალი ხარისხის მეტალოპასტმასის კარ-ფანჯრები. კორპუსი აშენებულია სახანძრო უაფრთხოების ახალი ნორმების სრული გათვალისწინებით. კორპუსს გამოარჩევს გამწვანებული შიდა ეზო, საბავშვო ინფრასტრუქტურით.

გარემო - კორპუსი მდებარეობს ჯანსაღ (გამწვანებულ) ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, აქვს ლამაზი ხედები როგორც მტკვარსა და ორთაჭალის გორებზე, ასევე ქალაქზე. ქალაქის ცენტრამდე მანძილი შეადგენს მხოლოდ 3 კმ-ს.
მდებარეობა - ისანი, ჩოლოყაშვილის #1 (გაბრიელ სალოსის გამზირის დასაწყისი).