10 რჩევა მეტი სივრცის წარმოსაჩენად

მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახლები ძალიან კომფორტული და მყუდროა, მათი მოწყობა და დეკორირება, თანაც ისე, რომ დაგვრჩეს საკმარისი სივრცე, საკმაოდ რთულია. მცირე ფართობში უნდა განთავსდეს აუცილებლად საჭირო და გამოყენებადი ავეჯი და ტექნიკა ისე, რომ სიმყუდროვე და ჰარმონია არ დაირღვეს. Tbilisi House გთავაზობთ 10 რჩევას მეტი სივრცის წარმოსაჩენად:

1. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ განათებას, რაც მეტ სივრცეს მატებს ოთახს.
2. შეიძინეთ მულტი-ფუნქციური ავეჯი, რაც პრაქტიკულია და, რაც მთავარია, ზოგავს ფართს.
3. გააფორმეთ ოთახი კედლიდან ძირამდე თაროებით. ამ შემთხვევაში ჭერი უფრო მაღალი გამოჩნდება და თანაც წიგნებისა და დეკორაციებისთვის ადგილი დარჩება.
4. გამოიყენეთ ნეიტრალური და ნათელი ფერები, როგორიცაა თეთრი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ისინი ვიზუალურად ქმნიან სივრცის ეფექტს. გასაკვირი არ არის, რატომ გადაიქცა მინიმალისტური დიზაინი ტენდენციად.

5. დატვირთეთ კედლები სარკეებით - სარკე ნებისმიერი სახლის დეკორაციის მნიშვნელოვანი ელემენტია, თუმცა ის, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პატარა სახლში. ანარეკლი ვიზუალურად გააფართოვებს თქვენს სივრცეს.
6. შეღებეთ ჭერი ან კედელი განსხვავებული ფერით - თვალს ექმნება მეტი სიმაღლის და სივრცის ილუზია, ამასთან ოთახი უფრო მაღალჭერიანი ჩანს.
7. კედელი გააფორმეთ ნახატით - თუ ადგილი გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ ის ლამაზი ნახატებისთვის, ნამუშევრებს შეუძლიათ ნებისმიერი ოთახი უფრო მდიდრული და დიდი გამოაჩინონ.

8. გაათავისუფლეთ სახლი ზედმეტი ნივთებისგან, ისინი ბევრ ადგილს იკავებს და შესაბამისად, ზღუდავს ფართს. ეცადეთ სახლში გქონდეთ მხოლოდ ისეთი ნივთები, რაც ხშირად გჭირდებათ.
9. „ითამაშეთ ფერებით“ - რამდენიმე ფერი თქვენს ოთახს მრავალფეროვნებას და თანაც სხვადასხვა განზომილებას შესძენს.
10. პატარა ოთახი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვერ განათავსებთ მასიურ ავეჯს, პირიქით - რამდენიმე დიდი ნივთი პატარა სახლში მეტი სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს.