ფერის შერჩევის ძირითადი წესები ინტერიერის დიზაინში

ოთახის მოწყობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ფერების შერჩევაა. ამის მიზეზი კი თითოეული ფერის უამრავი ტონალობაა, რომელთა ერთმანეთთან შეხამებაც არცთუ ისე მარტივი ამოცანაა. საბედნიეროდ, არსებობს ფერთა კომბინაციები და გარკვეული წესები, რითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ და დაბალანსებული შედეგი მივიღოთ.

60-30-10 -ის წესი

დავიწყოთ კლასიკური წესით, რომელიც ბევრისთვისაა ცნობილი.
ეს პროცენტული კავშირია ფერებს შორის, სადაც:
60% - არის ძირითადი ფერი, რომელიც ყველაზე მეტადაა გამოყენებული. მაგალითად, ოთახში შესვლისას როდესაც ჭარბობს ცისფერი ფერი, ვიტყვით რომ ეს ოთახი ცისფერია (კედლები, სავარძლები, ხალიჩები).
30% - ეს მეორეული ფერია, რომელიც მოსდევს თქვენს ძირითად ფერს, არის მინიმალურად განსხვავებული ან შესაფერისი და იკავებს სივრცის ნახევარს, რასაც ძირითადი ფერი (ფარდები, სკამები, მცირე ზომის ავეჯი).
10% - თქვენი კრეატივისა და თავისუფლების ფერია, რომელიც ოთახს გარკვეულ ხასიათს შესძენს (ნახატები, ბალიშები, დეკორატიული ელემენტები). აირჩიეთ თქვენთვის იდეალური კომბინაცია!

ავტორი- ლედი კოჩალიძე